შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 15:36
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთ მედია საშუალებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს: 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ,  ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა.

შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება", - ნათქვამია განცხადებაში.