ვალების ჩამოწერაზე ინიციატივა კერძო შეთანხმებაა, თუმცა საკითხს შევისწავლით - პროკურატურა
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 17:15
ვალების ჩამოწერაზე ინიციატივა კერძო შეთანხმებაა, თუმცა საკითხს შევისწავლით - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივას შეისწავლის. აქვე მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს კერძო ხასიათის შეთანხმებაა. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.

„ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს. შევისწავლით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”, - აცხადებენ პროკურატურაში.

რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, უწყებაში ამბობენ, რომ ამ ინიციატივის შესაწვლა მათ კომპეტენციას სცდება. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.