ირაკლი კობახიძე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შეხვდა
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 19:53
ირაკლი კობახიძე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონმდებლობაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებს და მათი იმპლემენტაციის საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ  საკანონმდებლო ორგანოსა და საქართველოს პროფკავშირებს შორის, გაერთიანების ახალ ინიციატივებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით, მჭიდრო თანამშრომლობა შედგება.