"საქართველოს ნაკრების დღევანდელი გამარჯვება არის საუკეთესო პასუხი იმ პოპულისტურ განცხადებებზე, რომ თურმე ქართულ სპორტს პერსპექტივა არ აქვს"
ამობეჭდვა · 19 / 11 / 2018 23:21
"საქართველოს ნაკრების დღევანდელი გამარჯვება არის საუკეთესო პასუხი იმ პოპულისტურ განცხადებებზე, რომ თურმე ქართულ სპორტს პერსპექტივა არ აქვს"

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ყაზახეთთან გამარჯვება მიულოცა.

როგორც ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა, „დღევანდელი გამარჯვება არის საუკეთესო პასუხი იმ პოპულისტურ განცხადებებზე, რომ თურმე ქართულ სპორტს პერსპექტივა არ აქვს“.

„მინდა მივულოცო ჩვენს გულშემატკივრებს, დიდი მადლობა ჩვენს ნაკრებს ამ გამარჯვებისთვის. გავედით პირველ ადგილზე, გვაქვს ისტორიული შანსი, რომ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ჩემი აზრით, დღევანდელი გამარჯვება არის საუკეთესო პასუხი იმ პოპულისტურ განცხადებებზე, რომ თურმე ქართულ სპორტს, ამ შემთხვევაში ქართულ ფეხბურთს, პერსპექტივა არ აქვს და დახმარება არ სჭირდება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველომ ყაზახეთი 2-1 დაამარცხა.