კატალონიაში სარკინიგზო კატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2018 11:47
კატალონიაში სარკინიგზო კატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

კატალონიაში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა, ტარასისა და მანრესის მონაკვეთზე მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ინციდენტს, ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აღწევს. კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ მეწყერი გახდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

ტეგები