მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს უახლოეს მომავალში დატოვებენ - ადვოკატი
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2018 12:04
მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს უახლოეს მომავალში დატოვებენ - ადვოკატი

„ცენტრ პოინტის" საქმეზე მსჯავრდებულებთან - მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება და ისინი საპატიმროს დატოვებენ. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების ყველა დეტალი შეთანხმებულია და მხოლოდ გაფორმებას ელოდებიან.

„ყველანაირი მოლაპარაკება დასრულებულია, ხელშეკრულებაზეც ხელი ხელმოწერილია. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ. უახლოეს მომავალში, ყველაფერი დასრულდება,“- თქვა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 31 მარტს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.

ტეგები