ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2018 21:56
ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხვალ, სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, „მხარეები ორი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს განიხილავენ“. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„21 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებების ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი ურთიერთობების არსებული მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განხილვა“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

ტეგები