„ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება“ - რა ცვლილებებს გეგმავს მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილი
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2018 22:19
„ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება“ - რა ცვლილებებს გეგმავს მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილი

„ერთ წელიწადში შედეგი უნდა მივიღოთ მარტივი, კანონმორჩილი, ხალხისგან დაქირავებული ხელისუფლება-ბიუროკრატია, რომელიც პირველ რიგში თავად იცავს თამაშის წესებს და შემდეგ ითხოვს სხვებისგან და რაც მთავარია ის ბზარი, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკეა, ეს უნდა გამთლიანდეს. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ის ქირაობს ხელისუფლებას, რომელიც მას ემსახურება, მისი ყველა გაჭირვება იცის და თუ არ შეუძლია რაღაცის გაკეთება, უთანაგრძნოს მაინც. აი ეს დამოკიდებულება უნდა აღდგეს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ქირაობს ხელისუფლებას და ის მას ემსახურება და მისი ყველა გაჭირვება იცის.

„რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა, განსაკუთრებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორც საქართველოა, მაგრამ ამ მეთოდების შეცვლის ცდუნება არავის უნდა გაუჩნდეს. რთულია ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაიცვა და ამ დროს ერთ-ერთი ძირითადი უფლება: მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაო ადგილი და ოჯახის ღირსეული შემოსავალი, თანხვედრაში ვერ მოდიოდეს. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი რჩება ხელისუფლებას, რომელიც მართავს სახელმწიფოს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ძლიერი. ძლიერი არა ძალადობასა და შიშზე დაფუძნებით, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, არამედ ხალხის ნდობით. ხელისუფლებას, სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა გააჩნდეს ხალხის მაქსიმალური ნდობა, რომ შეძლოს ასეთ რთულ სიტუაციაში, ასეთი დემოკრატიული მეთოდებით. ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, მას ძლიერი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს საზოგადოების. ასეთი სახლმწიფოს აშნეება გვინდა და ამისთვის ვიღწვი მეც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მაქსიმალური ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება გაამაგრებს სახელმწიფოს და სწორედ ასეთი სახელმწიფო სჭირდება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

„ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება და ადგილების ხანგრძლივად დაკავება, მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს კადრების ცვლას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ტეგები