„ჭარბვალიანობის პრობლემაზე ჯერ კიდევ მაისიდან ვლაპარაკობთ, ის არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის“ - ბიძინა ივანიშვილი
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2018 22:34
„ჭარბვალიანობის პრობლემაზე ჯერ კიდევ მაისიდან ვლაპარაკობთ, ის არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის“ - ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მან ჯერ კიდევ მაისში ილაპარაკა და მაშინდელ პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მისცა შენიშვნა საჯაროდ. აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა წინასაარჩევნო დაპირებად არ უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ მან გადაცემა "იმედი LIVE"-თან ინტერვიუში განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება იმის კარგი მაგალითია, რომ "თუ ცდილობ, შეიძლება გამოვიდეს კიდეც".

"და დღეს მთავრობა, რომელიც ახალი სახით არსებობს, საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ ასეთვე მოწოდებულები იქნებიან მუნიციპალიტეტებში მერები და საკრებულოები, რომ მაქსიმალური გააკეთონ და შეეცადონ ხალხს ყოფა შეუმსუბუქონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. 

ტეგები