სააპელაციო სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 20 / 11 / 2018 23:33
სააპელაციო სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში დატოვა

უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო წინასწარ პატიმრობაში 23 დეკემბრამდე დარჩება. კიევის სააპელაციო სასამართლომ სავჩენკოს ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ოქტომბერში კიევის რაიონულმა სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს წინასწარი პატიმრობის ვადა 30 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივა. სავჩენკო პატიმრობაში 2018 წლის 22 მარტიდან არის.

სავჩენკოსთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას და მის დაკავებას უმაღლესმა რადამ 22 მარტს დაუჭირა მხარი. გენერალური პროკურატურა ნადეჟდა სავჩენკოს კონსტიტუციური წესრიგის დამხობასა და ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მცდელობაში, ასევე, ტერაქტების დაგეგმვაში სდებს ბრალს.

წყარო: იმედინიუსი

ტეგები