სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2018 12:54
სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება

სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება, - ამის შესახებ თბილისისმერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წყალარინების გარე ქსელის არარსებობა სოფელ დიღმისმოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელად სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დღეიდან დაიწყებს.

„წყალარინების გარე ქსელის არარსებობა სოფელი დიღმის მოსახლეობისთვის ძალიანსერიოზული პრობლემაა. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. სამუშაოები დღეს იწყება. ეს საკმაოდ დიდი
პროექტია, რომელიც ოთხ ეტაპადაა დაყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია შეხვედრა სოფელ დიღმის მოსახლეობასთან, სადაც მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ.

პროექტის დეტალებზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა.მისი განმარტებით, პროექტი ოთხწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს.

„დღეს ვიწყებთ პროექტის პირველ ეტაპს, რომლის ღირებულება დაახლოებით, 3 მლნლარამდეა. მომდევნო წლის განმავლობაში, პროექტი მთლიანად განხორციელდება და ჯამში, დაახლოებით, 16 კილომეტრამდე ქსელი მოეწყობა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ტეგები