„ოლიმპიური ვარსკვლავის“ სამშენებლო სამუშაოები განახლდება
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2018 13:33
„ოლიმპიური ვარსკვლავის“ სამშენებლო სამუშაოები განახლდება

თბილისის მერიამ პროექტ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული მშენებლობისპრობლემა გადაჭრა და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოები განახლდება, -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე
განაცხადა, სადაც შეჩერებული მშენებლობების საკითხი განიხილა.

„სამწუხაროდ, ქალაქში დაახლოებით, 179 გაჩერებული ობიექტი გვაქვს. ამმიმართულებით ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი გვყავს, არიან მსხვილიკომპანიებიც, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს ვაკეთებთ. მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ ეხება. დაახლოებით, 350 ადამიანია დაზარალებული და დედაქალაქის მერიამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ, აღნიშნული პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭიროს. ჩვენი მხრიდან რაც იყო გასაკეთებელი, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამის სამშენებლო კომპანიას, ხვალიდან ექნება საშუალება, პროექტის განხორციელება დაიწყოს და ყველა ის სამუშაო დაასრულოს, რომელიც წამოწყებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად, მერია მუშაობას განაგრძობს.

„სერიოზული პრობლემაა ასევე, კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და როგორც კი მერიაში დოკუმენტაცია შემოვა, მაშინვე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს ის, რაც მისაღები აქვს. ასევე, ინდივიდუალურად ვმუშაობთ სხვადასხვა სამშენებლო
კომპანიასთან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან იყოს დაზარალებული მოქალაქეების ხელშეწყობა და თანადგომა. უსაფრთხოების ჭრილში გასათვალისწინებელია შეჩერებული მშენებლობების ხანდაზმულობაც. ამიტომ,
სამშენებლო კომპანიებს ვთხოვთ, კონსტრუქციული დასკვნა წარმოადგინონ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მშენებლობის დასრულებისა და შესახლების შემთხვევაში, იქ მცხოვრებლებს სამომავლოდ, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, -
აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის ყველა სამსახურის მხრიდან სრული მზაობაა, რათა თბილისში შეჩერებული მშენებლობები აღარ არსებობდეს და ყველა დაწყებული პროექტი დასრულდეს.

ტეგები