უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2018 17:08
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6640 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.01 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0314 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0581 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.67 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4977 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4054 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 ნოემბერიდან შევა ძალაში.

ტეგები