სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2018 17:42
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, V კვარტლების, პოლიტკოვსკაიას და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, გაგარინის, ვართაგავას, მორეტის, მამკოდის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
 

ტეგები