მარნეულში მატარებელი მანქანას დაეჯახა - დაღუპულია ორი ადამიანი
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2018 21:23
მარნეულში მატარებელი მანქანას დაეჯახა - დაღუპულია ორი ადამიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში მსუბუქ ავტომანქანას სატვირთო მატარებელი დაეჯახა. შეხაჯება იმ დროს მოხდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

არსებული ინფორმაციით, მემანქანის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, მძღოლმა მოძრაობა განაგრძო და მატარებელი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისას.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტეგები