ადგილები საქართველოში, სადაც 22 ნოემბერს გრიპზე უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2018 10:59
ადგილები საქართველოში, სადაც 22 ნოემბერს გრიპზე უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ერთდღიანი გრიპის უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ამ დღეს შესაძლებლობა ექნება სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია.

თბილისში გრიპის ვაქციანცია შესაძლებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობაში, მის.: მ. ასათიანის ქ.N9.

ბათუმში - ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკებში, კერძოდ: შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრი" (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30);

შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (მის: ტბელ აბუსერიძის ქ.N2)

შპს "თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი" (მის: ტბეთის ქ.N 4)

"ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3)

"მე -4 პოლიკლინიკა" (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2)

"მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი" (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17)

ქუთაისში – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორიაზე (მის: ოცხელის ქ.N2).

მსურველებს დამატებითი ინფორმაცია გრიპის და მისი მიმდინარეობის შესახებ შეუძლიათ იხილონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე - www.ncdc.ge.