რუსთავის შემოსასვლელის პროექტის განხორციელება იწყება
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2018 13:39
რუსთავის შემოსასვლელის პროექტის განხორციელება იწყება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ბეგაძის ინივიატივით იწყება რუსთავის შემოსასვლელის პროექტის განხორციელება.

"მე უკვე მივმართე წერილობით მუნიციპალიტეტს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს აღნიშნული პროექტის განხორციელება. პირველი ეტაპით კი გეძლევა საშუალება, გახდე პროექტის ერთ-ერთი მონაწილე და ხე დარგო ქალაქისთვის. შაბათს, დილის 9 საათიდან, ერთად დავრგოთ 700-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ნერგი და ქალაქის შემოსასვლელი რეკრეაციულ სივრცედ ვაქციოთ. ხეების დარგვის აქციით, ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ინიციატივას - ფინეთის პროგრამა ENOს, რომლის ფარგლებშიც დედამიწაზე სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია 100 მილიონი ხის დარგვა. ხეების დარგვისა და მოვლის ღონისძიებები ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და ENO პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო დანიშნულებისაა", -  განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

პროექტში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს რუსთავის "აზოტმა" და საზოგადოება "რუსთაველებმა".