23 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 22 / 11 / 2018 21:30
23 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მხიარულების, წვეულების მოწყობის დღეა. აგრეთვე, კრეატიული იდეების განხორციელების. მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას, ურთიერთობის გარკვევას საყვარელ ადამიანთან. 

 

კურო

მოულოდნელი ან დაუპატიჟებელი სტუმრების გამასპინძლება მოგიწევთ. შეიძლება საყვარელი ადამიანის ჯუჯღუნის ან ბავშვებისგან საყვედურის მოსმენამ მოგიწიოთ. იყავით პოზიტიური. 

 

ტყუპი

ურთიერთობების, კომუნიკაციების დღეა. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ყველაფერი ახლისა და უჩვეულოსადმი. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულებთ. 

 

კირჩხიბი

დაივიწყეთ საქმეები, მკაცრი წესები და დღევანდელი დღე დასვენებას, მეგობრებთან ერთად მხიარულებას დაუთმეთ. ფულისა და განსხვავებული აზრის გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობებას გარშემო მყოფებთან. 

 

ლომი

გართობის, მხიარულებისა და ურთიერთობების დღეა. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

 

ქალწული

ეს დღე თქვენია, თუ განახლება, თქვენი თავის შემოქმედებითად წარმოდგენა გსურთ. მოერიდეთ საქმეების გარკვევას, თქვენი სიმართლის დამტკიცებას, იყავით ლაღი. 

 

სასწორი

კარგი დღე ელით შემოქმედ, კრეატიულ ნიშნებს. ფინანსების გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას მეგობრებთან. ნუ დაიტოვებთ მოუგვარებელ საქმეებს. 

 

მორიელი

სიურპრიზების, სიყვარულის დღე გელით. დაივიწყეთ საქმეები და გეგმები. შეიძლება შეგეცვალოთ მიზნები, შეხედულებები. თუ რამით უკმაყოფილო ხართ, შეცვალეთ სიტუაცია თქვენს სასიკეთოდ. 

 

მშვილდოსანი

კარგი დღე ელით მოგზაური, პროგრამის და კრეატიულ ნატურებს. გარშემო მყოფებს თუ არა, ახლობლებს მაინც გაუმხილეთ რა ხდება თქვენს გულში. 

 

თხის რქა

პრაქტიკულ და სერიოზულ ნიშნებსაც კი გაიტაცებს ავანტიურა და თავგადასავალი. თუმცა, სიფრთხილე გამრთებთ ფინანსებთან, მოგზაურობასთან დაკავშირებით. ნუ იჩხუბებთ მეგობრებთან. 

 

მერწყული

კარგი დღეა ურთიერთობის აღსადგენად გარშემო მყოფებთან, მივიწყებულ მეგობრეთან. წარმატებული დღე ელით შემოქმედ ნიშნებს. ზოგიერთი გეიმერი ახალ ეტაპზე გადავა. 

 

თევზები

დღეს წესებით ცხოვრება აუცილებელი არაა. თავისუფლად იმოქმედეთ. დაისვენეთ, გამოიძინეთ. ზოგიერთს საინტერესო შეხვედრა და გართობა ელს.