დონალდ ტრამპი შესაძლოა, ავღანეთს ეწვიოს
ამობეჭდვა · 23 / 11 / 2018 10:50
დონალდ ტრამპი შესაძლოა, ავღანეთს ეწვიოს


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შესაძლოა, ავღანეთს ეწვიოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მადლიერების დღის მილოცვისას, ამერიკელ სამხედროებთან ტელეხიდის დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპმა სამხედროებს განუცხადა, რომ შესაძლოა, მათ აშშ-ში ან მის ფარგლებს გარეთ შეხვდეს. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, არ არის გამორიცხული, შეხვედრა ავღანეთში შედგეს.

ტეგები