საქართველოს პატრიარქმა ქართველი მშვიდობისმყოფელები დალოცა
ამობეჭდვა · 23 / 11 / 2018 12:51
საქართველოს პატრიარქმა ქართველი მშვიდობისმყოფელები დალოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დალოცა, გიორგობა მიულოცა და მინისტრს ხატები გადასცა, რომლებსაც ლევან იზორია ავღანეთში ჩაიტანს. ხატებს მაზარ-ი-შარიფის, ბაგრამისა და ქაბულის სამხედრო ბაზებზე მდებარე ეკლესიებსა და სამლოცველოში დააბრძანებენ.

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ლევან იზორია ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს წმინდა გიორგის ხატებსა და 90-ე ფსალმუნებს გადასცემს.

თავდაცვის მინისტრი ავღანეთში, ხატებთან ერთად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაღებულ ფილმს „წინამბრძოლს“ ჩაიტანს. წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება, ოფიციალურ პრემიერამდე, ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გაიმართება. ფილმის წარმომდგენი საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს თავდაცვის სამინისტროა, რეჟისორი კი - გიორგი კიკალეიშვილი. ფილმი მისი უწმინდესობის მიერ დაწერილი მუსიკითა და მამა სერაფიმეს არამეული გალობით არის გაფორმებული.

ტეგები