თავდასხმა აშშ-ში - შეიარაღებულმა პირმა სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა
ამობეჭდვა · 23 / 11 / 2018 12:54
თავდასხმა აშშ-ში - შეიარაღებულმა პირმა სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა

ალაბამას შტატში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ჰუვერში, ტრადიციული საყოველთაო ფასდაკლებების დღეს, ე.წ. შავ პარასკევს მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მობილიზებულნი არიან. როგორც CNN-ი იუწყება, ორმხრივი სროლის დროს პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მომხდარი პირად კონფლიქტს უკავშირდება.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, თავდამსხმელი და სავაჭრო ცენტრში მყოფი 18 წლის ბიჭი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ ბოროტმოქმედმა ცეცხლი გახსნა და მოზარდი დაჭრა. დაპირისპირების დროს ასევე დაშავდა 12 წლის გოგონა.

სამართალდამცველების მისვლის შემდეგ ბოროტმოქმედი პოლიციელებს არ დაემორჩილა. დაპირისპირების დროს პოლიცია იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა.

ტეგები