ილია მეორე საპრეზიდენტო კანდიდატებს: „დარწმუნებული ვარ რომ ღირსეულად შეხვდებით, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც“
ამობეჭდვა · 23 / 11 / 2018 13:57
ილია მეორე საპრეზიდენტო კანდიდატებს: „დარწმუნებული ვარ რომ ღირსეულად შეხვდებით, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას პრეზიდენტობის კანდიდატებს გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

„ჩვენ ბედნიერები ვართ რომ აქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან მინისტრები და ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც.მაგრამ მე მინდა გისურვოთ,რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს მან არ უნდა იფიქროს რომ სხვაზე უკეთესია, მე მჯერა თქვენ ვინც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი დაეხმარებით ერთმანეთს. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ."

პატრიარქმა სრულიად საქართველოს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. პრეზიდენტობის კანდიდატებს კი წმინდა გიორგის ხატები უსახსოვრა.

„წმინდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია, არ არსებობდა ჩვენთან სოფელი სადაც მისი სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო. წმინდა გიორგი ჩვენთანაა და ბედნიერია ჩვენი ერი,რომელსაც მფარველობის ის." -თქვა ,სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.

სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა პატრიარქმა აღავლინა. ტაძარში საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძეც იმყოფებოდნენ.

ტეგები