ავღანეთში ტერაქტს 26 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 23 / 11 / 2018 16:03
ავღანეთში ტერაქტს 26 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ხოსტის პროვინციაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. აფეთქება სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტეგები