2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2018 00:00
2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო

2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვებულის გამოსავლენად ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემა დაიწყო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv ყველა მონაწილის ვიდეორგოლის ხილვაა შესაძლებელი, რის შემდეგაც მსმენელს საშუალება აქვს ხმა სამ, ოთხ, ან ხუთ ფავორიტ მუსიკალურ ნომერს მისცეს. ნებადართულია საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა მაშინაც, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ხართ.

ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემა 25 ნოემბერს, შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 კვლავ წუთით განახლდება.

გამარჯვებული კონკურსანტი ონლაინ ხმის მიცემის შედეგებისა (50%) და საერთაშორისო ჟიურის შეფასების (50%) საფუძველზე გამოვლინდება.

მე-16 საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსის დედაქალაქი მისკი მასპინძლობს. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. შოუ 25 ნოემბერს გაიმართება.

ტეგები