მარნეულში ძალადობის ფაქტზე პოლიციელების მიმართ გამოძიება დაიწყო - პროკურატურა
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2018 13:54
მარნეულში ძალადობის ფაქტზე პოლიციელების მიმართ გამოძიება დაიწყო - პროკურატურა

მარნეულში, პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქლაქის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართვლოს პროკურატურა ავრცელებს.

„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო მარნეულის პოლიციის მუშაკების მიერ კ.კ-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ " ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიება უკვე დაუკავშირდა კონკრეტული ფაქტის შეტყობინების ინიციატორს გ.ქ.-ს, რომელმაც სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ არ იცნობდა კ.კ.-ს და არ ჰქონდა მისი საკონტაქტო მონაცემები. ასევე, ის არ იყო ფაქტის თვითმხილველი მოწმე და გამოძიებას მომხდარის ირგვლის ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა.

პროურატურამ დაადგინა კ.კ.-ს ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. იგი დროებით იმყოფებოდა მარნეულში, სადაც ბლოკის ერთ-ერთ საამქროში მუშაობდა.

ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს მასთან დაკავშირებას. გამოიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ გამოძიებისთვის რაიმე სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტეგები