არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2018 14:39
არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული

არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, -  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

" არჩევნებთან  დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქში და ონში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე.,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

ტეგები