შსს: არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2018 15:05
შსს: არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ  არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, რომლის უმთავრესი ამოცანაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ამ მიზნით, ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი“,- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ტეგები