პრემიერ-მინისტრი თელავის ტექნოპარკში იმყოფებოდა
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2018 16:49
პრემიერ-მინისტრი თელავის ტექნოპარკში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს თელავის ტექნოპარკში იმყოფებოდა. მთავრობის მთაურმა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად, ტექნოპარკის სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ასევე ახალგაზრდა ინოვატორებსა და სტარტაპერებს გაესაუბრა.

მამუკა ბახტაძემ ინოვაციების განვითარების მნიშვნელობაზე გააამახვილა ყურადღება და ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

თელავის ტექნოპარკი აღჭურვილი იქნება ყველა იმ მომსახურებითა და სერვისით, რომელსაც მომხმარებელს თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკები სთავაზობს. თელავის ტექნოპარკის ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დანადგარები ახალგაზრდებს საკუთარი იდეებისა და შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

ტეგები