საბერძნეთში შეიარაღებული მამაკაცი სერბეთის საელჩოში შეიჭრა
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2018 17:40
საბერძნეთში შეიარაღებული მამაკაცი სერბეთის საელჩოში შეიჭრა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში შეიარაღებული მამაკაცი სერბეთის საელჩოში შეიჭრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საელჩოს სერიოზული მატერიალური ზიანი მიადგა.

შემთხვევა შაბათ დილით ადრე მოხდა. ახალგაზრდა კაცმა დიპმისიის კარები შეამტვრია და შიგნით შეიჭრა. მას თან ცივი იარაღი ჰქონდა. მოგვიანებით, პოლიციასთან მოლაპარაკების შემდეგ, პირი საელჩოს ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი სერბეთის მოქალაქეა. ის ამჟამად დაკავებულია. ინციდენტის დრო მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ტეგები