ბათუმში რესტორანზე აღმართული რუსეთის დროშა პროტესტის შემდეგ ჩამოხსნეს
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2018 19:45
ბათუმში რესტორანზე აღმართული რუსეთის დროშა პროტესტის შემდეგ ჩამოხსნეს

ბათუმში, ბულვარში ერთ-ერთი რესტორნის თავზე რუსეთის სახელმწიფო დროშა აღარ ფრიალებს. ადმინისტრაცია საზოგადოებას ბოდიშს უხდის. დროშა დაწესებულებიდან მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ჩამოხსნეს. აის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

მენეჯერის ამბობს, რომ დაწესებულების მეპატრონე ეთნიკურად სომეხი ქალია და იგი არ ფლობდა ინფორმაციას საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის დროშა რესტორნის თავზე ტურისტების მოზიდვისა და პატივისცემის მიზნით გამოფინეს.

ტეგები