თამარ ედილაშვილი გულშემატკივრებს მადლობას უხდის (ვიდეო)
ამობეჭდვა · 25 / 11 / 2018 23:00

საბავშვო ევროვიზია 2018-ის ქართველი კონკურსანტი თამარ ედილაშვილი გულშემატკივრებს მადლობას უხდის და შემდეგ წელს, საქართველოს წარმომადგენელს გამარჯვებას უსურვებს. ამის შესახებ მან კონკურსის დასრულების შემდეგ თქვა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
 
„ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი ხმა მაინც მომცა. ძალიან მადლობელი ვარ. სიტყვებით ვერ აღვწერ, ისეთი სიამოვნება იყო საბავშვო ევროვიზია. ყველაფერს კარგს ვუსურვებ შემდეგი წლის გამომსვლელსაც და გამარჯვება საქართველოს შემდეგ წელს“, – თქვა თამარ ედილაშვილმა.