რუსეთმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 10:28
რუსეთმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა

რუსეთმა ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს მცურავი უკრაინული ხომალდები საზღვრის დაღვევაში დაადანაშაულა და მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ შავი ზღვის ოდესის პორტიდან აზოვის ზღვის მარიუპოლის პორტისკენ მცურავი ორი ბრონირებული სამხედრო კატერი, “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” და ბუქსირი “იანა კაპუ”, მარიუპოლისკენ რუსეთთან წინასწარი მიღწეული თანხმობის შემდეგ მიცურავდა. რუსეთმა ისინი სამხედრო ძალის გამოყენებით შეაჩერა და დააპატიმრა.

უკრაინული ეკიპაჟის ექვსი წევრი დაჭრილია. რუსეთის სამხედრო შტაბი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით უკრაინული ეკიპაჟების შეჩერება და მათი შემოწმება სურდათ.

ტეგები