უკრაინა საომარ მდგომარეობას აცხადებს
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 10:35
უკრაინა საომარ მდგომარეობას აცხადებს


უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ მხარს უჭერს.

როგორც გენშტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო აცხადებს, ტყვედ აყვანილი მეომრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

6 უკრაინელი სამხედრო დაჭრილი, 2 მძიმე მდგომარეობაშია.

გატაცებულია ხომალდები: “Бердянск”, “Никополь” და “Яны Капу”. მათთან, ამ ეტაპზე ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილი და ბლოკირებულია.

რუსეთმა მის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს მცურავი უკრაინული ხომალდები საზღვრის დაღვევაში დაადანაშაულა და მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

წყარო; აიპრესი

ტეგები