საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის საზღვაო გემებზე რუსეთის თავდასხმას გმობს
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 10:51
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის საზღვაო გემებზე რუსეთის თავდასხმას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის საზღვაო გემებზე რუსეთის თავდასხმას გმობს. ამის შესახებ ქართველი დიპლომატი Twitter-ზე წერს.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის,“- წერს დავით ზალკალიანი.

ტეგები