ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები პრეზიდენტს დღეს აირჩევენ
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 11:47
ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები პრეზიდენტს დღეს აირჩევენ

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - მეორე ტური ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისთვის დღეს გაიმართება.

საარჩევნო უბნები ავღანეთში ორ ბაზაზე - ბაგრამსა და მაზარ-ი-შარიფშია განთავსებული.

რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე. მათ, ვინც სპეციალურ პოსტზე იქნება, გადასატან ყუთს მიაწვდიან.

არჩევნების პროცესი დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. ორივე უბანს კომისიის 11-11 წევრი ჰყავს. თბილისში გამოგზავნილი დალუქული ყუთები 28 ნოემბერს, მას შემდეგ გაიხსნება, რაც საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურება.

ტეგები