ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტს გრიგორი კარასინი კიევის მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებს
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 12:25
ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტს გრიგორი კარასინი კიევის მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებს

ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი კიევის ხელისუფლების და დასავლეთის მიერ დადგეგმილ პროვოკაციულ ქმედებას უწოდებს.

„ცხადია, რომ ეს პროვოკაციაა - შერჩეული იყო დროც, ადგილიც და ფორმაც“- განაცხადა კარასინმა.

კარასინის თქმით, კიევმა და დასავლეთმა აზოვის ზღვა სპეციალურად შეარჩიეს, როგორც ადგილი სადაც პროვოკაციები სწრაფ და საჭიროს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა:

„სამწუხაროდ, ჩვენი ყველაზე უარესი შიშები გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ აზოვის ზღვა იქნა ამორჩეული კიევის და დასავლეთის მიერ, როგორც რეგიონი, სადაც უკრაინის პროვოკაციულ ქმედებებს, შეეძლებათ სწრაფი და საჭირო საერთაშორისო სკანდალის გამოწვევა.“- აღნიშნა კარასინმა. მისი თქმით, ყოველივე ამის მიზანი, რუსეთის წინააღმდეგ საქნციების გამკაცრება.

ტეგები