უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენა
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 12:41
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენა. უკრაინის ლიდერის განცხადება ხელისუფლების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მივმართავ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით დააკავეს და მათი ბედი უცნობია“, - განაცხადა პოროშენკომ.

პრეზიდენტმა მეზღვაურებისა და გემების უკრაინისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა მოითხოვეს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი აზოვის ზღვაზე სიტუაციის დეესკალაციისთვის. პოროშენკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ მოსკოვისგან პასუხს ელოდება.

სამი უკრაინელი სამხედრო ქერჩის ერთ-ერთი საავადმყოფოშია. კლინიკაში გამომძიებლებიც არიან.

26 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა

ტეგები