„უკრაინა, საქართველო შენთანაა“ - ქეთევან ციხელაშვილი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 12:57
„უკრაინა, საქართველო შენთანაა“ - ქეთევან ციხელაშვილი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს აზოვის ზღვაში და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენ მეგობარსა და პარტნიორს. უკრაინა, საქართველო შენთანაა“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.

ტეგები