შავი ზღვაში უსაფრთხოება საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია - უკრაინის ელჩი
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 14:41
შავი ზღვაში უსაფრთხოება საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია - უკრაინის ელჩი

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა. დიპლომატმა ქართველ კოლეგას ქერჩის სრუტეში მომხდარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

იგორ დოლგოვი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება მომდარის შესახებ არ დააყოვნებს. ის იმედს იტოვებს რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.

"შავი ზღვა ჩვენი საერთო ზრუნვის საკითხია, რადგან უსაფრთხოების ვითარება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შავი ზღვის სხვა სახელმწიფოებისთვის. რაც გუშინ ვნახეთ ეს იყო ღია და შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

ტეგები