უკრაინაში რუსული დროშები დაწვეს
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 16:56
უკრაინაში რუსული დროშები დაწვეს

უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსული დროშები დაწვეს. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. აქტივისტები რუსეთის საკონსულოს წინ შეიკრიბნენ და ქერჩის სრუტეში მომხდარი დაპირისპირება გააპროტესტეს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კარგად თუ როგორ წვავენ ჩანს აქტივისტები, რუსეთის ფედერაციის დროშებს.

26 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა.

ტეგები