რესტორან „სტრადასთან“ მომხდარი დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 26 / 11 / 2018 19:47
რესტორან „სტრადასთან“ მომხდარი დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რესტორან „სტრადასთან“ მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყებაში დამატებითი დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრობენ. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ ინციდენტს თავად შეესწრო და დაინახა, რესტორნის ვერანდაზე მსხდომ ახალგაზრდებს ვიღაცამ (ან ვიღაცეებმა) იქვე მდებარე პარკინგის ტერიტორიიდან ცეცხლი როგორ გაუხსნა.

მისი ინფორმაციით, გასროლა 6-7-ჯერ მოხდა და შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. შსს-ში დაჭრილის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. 

წყარო: ლიბერალი

ტეგები