"ვაბრუნებ! არ მჭირდება!"- ვახო ხუზმიაშვილი ზაზა ოქუაშვილს ნაჩუქარ მანქანას უკან უბრუნებს
ამობეჭდვა · 27 / 11 / 2018 16:27
"ვაბრუნებ! არ მჭირდება!"- ვახო ხუზმიაშვილი ზაზა ოქუაშვილს ნაჩუქარ მანქანას უკან უბრუნებს

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა ტელეკომპანიის მფლობელ ზაზა ოქუაშვილს ავტომობილი, რომელიც დაბადების დღეზე საჩუქრად მიიღო, უკან დაუბრუნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"წლების წინ, დაბადების დღეზე მიღებული საჩუქარი, რომელიც იბერიას მფლობელებისთვის, ჟურნალისტების ობიექტური პრეტენზიების პასუხად, თავდაცვის ერთადერთი ,,იარაღი" აღმოჩნდა. ვაბრუნებ! არ მჭირდება! პირდაპირ ეთერში სალაპარაკოც რაღა იქნება! უმანქანოდაც ვივლი! რამდენიმე წუთის წინ ,,იბერიასთან" დავტოვე", -  წერს ხუზმიაშვილი.

ვახო ხუზმიაშვილი ზაზა ოქუაშვილს დაუპირისპირდა. მისი თქმით, "როცა იბერიას არბევდნენ და მაშინ ვინც იარაღს გვადებდა და ძირს გვყრიდა, დღეს ოქუაშვილი იმასთან ერთადაა." ხუზმიაშვილი ბიზნესმენს თანამშრომლებისთვის დავალიანების გადაუხდელობაშიც ადანაშაულებს.

ტეგები