სალომე ზურაბიშვილი, ხელოვნების სასახლეში წიგნის - "1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ პრეზენტაციას დაესწრო
ამობეჭდვა · 27 / 11 / 2018 20:26
სალომე ზურაბიშვილი, ხელოვნების სასახლეში წიგნის - "1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ პრეზენტაციას დაესწრო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ხელოვნების სასახლეში წიგნის - "1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ პრეზენტაციას დაესწრო.

”ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები ამ არაჩვეულებრივ გამოფენაზე და წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც არის ძალიან დიდი სიმბოლო იმის თუ რა შეუძლია დამოუკიდბლობას. დამოუკიდებლის სული, თავისუფლების სული, არის ის რაც გვაძლევს შემოქმედების საშუალებას, ძალას და უნარს. ეს ძალიან კარგად ჩანს ამ სამი წლის მანძილზე როგორ გაიშალა ქართული ნიჭი, ყველა დარგში პრაქტიკულად და წარმოუდგენელია, რომ ასეთ პატარა ქეყანას ამ სამ წელიწადში, ხელოვნების დარგში ყველა მიმართულებით შეძლო ამდენი შედევრების შექმნა, ეს არაფერი არ არის თუ არა ნიჭი და თავისუფლება, პასუხისმგებლობა და ძალიან ბევრი მუშაობა. ეს საწყისები რომ არ ყოფილიყო, ძალიან ძლიერი საფუძველი ალბათ ვერ გაძლებდა ვერც საქართველოს ხელოვნება და ვერც საზოგადოება ვერ გაუძლებდა იმას თუ რაც იყო, იმ პერიოდიში ძალიან მძიმე ტერორი და წლებიც”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტეგები