ხმების დათვლის პროცესმა კანონის შესაბამისად ჩაიარა - ცესკო
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2018 11:24
ხმების დათვლის პროცესმა კანონის შესაბამისად ჩაიარა - ცესკო

არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად, -ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ, ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხმების დათვლის პროცესს დაკვირვებოდნენ თავისუფლად. საუბნო - შემაჯამაბელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა საოლქო-საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ, შემაჯამებელ ოქმებს უმოკლეს ვადებში ტვირთავდნენ სპეციალურ პროგრამაში და 22:00 საათისთვის უკვე დაწყებული ჰქონდა ცესკოს მიღებული ოქმების ვებ-გვერდზე გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში, კერძოდ, 23:00 საათამდე გააცნო საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 1181 უბნის მიხედვით. საუბნო - შემაჯამებელი ოქმები ოპერატიულად იტვირთებოდა ცესკოს ვებ-გვერდზე და როგორც ოქმები, ისე განახლებული წინასწარი შედეგები იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ტეგები