სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი ხმა საჩხერეში მიიღო
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2018 12:17
სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი ხმა საჩხერეში მიიღო

ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საჩხერეში მიიღო. საჩხერეში მას ხმა ამომრჩევლის 91,78%-მა მისცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ყველაზე მეტი ხმა ქუთაისში მიიღო – 36 676, თუმცა კონკურენტთან შედარებით, ვაშაძე ქუთაისში მაინც დამარცხდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 99.7%-ია. წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი 59.56%-ით იმარჯვებს, გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.

ტეგები