მარნეულში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2018 13:45
მარნეულში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

მანეულში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად 35 წლის კაცი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით საცხოვრებელ ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონმვამ გამოიწვია.

ტეგები