„სწორედ აქ შევიგრძენი პასუხისმგებლობა“ - სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში მივიდა (ფოტოები)
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2018 16:24
„სწორედ აქ შევიგრძენი პასუხისმგებლობა“ - სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში მივიდა (ფოტოები)

სალომე ზურაბიშვილის "ფეუსბუქ" გვერდზე საპატრიარქოში გამართული აუდიენციის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება:

"დღეს დილით, პატრიარქმა, პირველმა მომილოცა და შესახვედრად მომიწვია. ეს ჩემთვის დიდი პატივია. დღეს პირველად, როცა შემოვედი საპატრიარქოში, სადაც შეხვედრას პატრიარქთან ერთად სინოდიც ესწრებოდა, ვიგრძენი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და სწორედ აქ შევიგრძენი პასუხისმგებლობა. ამდენად, ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. პირველი სიტყვები, რაც ერთმანეთს გავუზიარეთ, მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს ჰქონდეს მშვიდი მომავალი. ვისაუბრეთ, როგორ მივაღწიოთ სიმშვიდეს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ურთიერთობებში", - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში. 

ტეგები