რა ქონებით ტოვებს მარგველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობას
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2018 16:57
რა ქონებით ტოვებს მარგველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობას

რა ქონებით ტოვებს მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენიტის თანამდებობას? 

2018 წლის 3 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ფლობს 4 462 კვ/მ მიწის ნაკვეთს დუშეთში, რომელიც მან 2004 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. 2004 წელს 2 500 დოლარად იყიდა 200 კვ/მ ფართის სახლი დუშეთში. ასევე მის საკუთრებაშია 120 კვ/მ ბინა, რომელიც 2009 წელს იყიდა. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტობის პერიოდში, 2016 წელს მარგველაშვილმა დუშეთში შეიძინა 40 კვ/მ საცხოვრებელი სახლი, რაშიც 10 000 ლარი გადაიხადა. 


ასევე, დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს პრეზიდენტის პოსტზე 82 800 ლარის შემოსავალი მიიღო. დეკლარაციის შევსებისას მას სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 6 695 ლარი.

გიორგი მარგველაშვილს ჰყავს მეუღლე, მამა, დედა და სამი შვილი, თუმცა ქონებრივ დეკლარაციაში იმ ოჯახის წევრების მონაცემებია ასახული, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მასთან ერთად, შესაბამისად, პრეზიდენტის უფროსი შვილის შესახებ მონაცემები დეკლარაციაში ნაჩვენები არ არის.

რაც შეეხება მამას, ის ფლობს 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; დედას კი დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 5 420ლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა გასულ წელს - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში ლექტორობისას 1 890 ლარი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში - 1 087,5 ლარი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორობისას კი - 6 200 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას, ის ფლობს 70 კვ. მეტრის ბინას თბილისში; მასვე ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში „ქართუ ბანკის“ საბანკო ანგარიშებზე - 2 490,05 ლარი, 47,53 დოლარი და 637,56 ევრო ჰქონდა. ამასთან, ჩიჩუამ 2017 წელს პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრობისას 18 750 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

ტეგები