„სააკაშვილმა დაკარგა კავშირი ამ ქვეყანასთან, ის დღეს უცხოელია“ - სალომე ზურაბიშვილი
ამობეჭდვა · 29 / 11 / 2018 23:22
„სააკაშვილმა დაკარგა კავშირი ამ ქვეყანასთან, ის დღეს უცხოელია“ - სალომე ზურაბიშვილი

მეეჭვება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივცე,- ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„პირველ რიგში საჭიროა იმ სისხლის სამართლის საქმეებში გარკვევა, რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული და ეს მოქალაქეობის საკითხი არაა, არამედ მართლმსაჯულების აღსრულების საკითხია უპირველეს ყოვლისა”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთან კავშირი დაკარგა.

„აშკარა პრობლემაა მის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინ და დღეს გააკეთა. ის მოუწოდებდა პოლიციელებს და სამხედროებს ვიღაცის მხარე დაეჭირათ. მან დაკარგა კავშირი ამ ქვეყანასთან. ის დღეს უცხოელია, რომელიც ქვეყანაში ხალხს ვითარების დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს. ამ ქვეყანას არასტაბილურობა არ სჭირდება. ხმები, რომელიც ხალხმა გუშინ მისცა - ეს სტაბილურობისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მიცემული ხმებია”, - დასძინა მან.

ტეგები