შსს-მ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2018 13:29
შსს-მ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე უწყების რეაგირების შესახებ.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეაგირების შესახებ. 2018 წლის 28-29 ნოემბერს პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 24 ფაქტზე, მათ შორის:

ძალადობის შესაძლო ჩადენის 13 ფაქტზე:

საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა) – 8 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) - 4 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხულიგნობა) - 1 ფაქტი;
არაძალადობრივი დანაშაულის შესაძლო ჩადენის 5 ფაქტზე:

საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლისა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა; მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) - 1 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 164-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა) - 1 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 164-ე სეკუნდა მუხლით (არჩევნებში არაერთგზის ხმის მიცემა) - 1 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) - 2 ფაქტი;

საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის შესაძლო ჩადენის 6 ფაქტზე:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა) - 2 ფაქტი;
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება) - 4 ფაქტი;"", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ტეგები